ბანკების და მათთან დაკავშირებული კომპანიების ობლიგაციები სესხების უზრუნველყოფაში აღარ ჩაიდება

ბანკების და ბანკებთან დაკავშირებული კომპანიების ობლიგაციები სესხების უზრუნველყოფაში აღარ ჩაიდება. ცვლილება  „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში შევიდა. ინფორმაციას gbc-ზე დაყრდნობით, Commersant-ი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დაზუსტდა სესხის უზრუნველყოფის სახეობები, რომელსაც  წარმოადგენს: საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.