ბათუმში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით დაიღუპა. Ajaratv-ის ინფორმაციით, შემთხვევა ლერმონტოვისა და მოსკოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ნიუპოსტი

