ბავშვის სათამაშოების ბაზარს კანონი დაარეგულირებს

ბავშვის სათამაშოების ბაზარს კანონი დაარეგულირებსკვლევები ადასტურებს, რომ სათამაშოები, რომელიც ძირითადად არაბრენდულ მაღაზიებში იყიდება ლაბორატორიულად შემოწმებული არ არის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. საქართველოს სათამაშოების ბაზრის კონტროლის მექანიზმის დანერგვას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.
ევროდირექტივის დასანერგად საქართველოს დრო 2019 წლის 1 სექტემბრამდე აქვს. როგორც მწარმოებლები, ისე იმპორტიორები და დისტრიბუტორები, ვალდებული იქნებიან ბაზარზე განათავსონ ისეთი პროდუქცია, რომელთა ხარისხიც ევროდირექტივის მოთხოვნებს შეესაბამება.
სათამაშოების ბაზარს სავარაუდოდ ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გააკონტრლებს. როგორც უწყების წარმომადგენელი განმარტავს, შესაბამის საკანონმდებლო დოკუმენტზე სამინისტრო უკვე მუშაობს.
– ამ ეტაპზე მიდის მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს რა ფორმით განხორციელდება სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე ბაზრის ზედამხედველობა, მათ შორის არის სათამაშოებიც. შესაძლოა სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ განახორციელოს ეს ფუნქციები, თუმცა მიდის მუშაობა საკანონმდებლო დოკუმენტზე, რომელიც დეტალურად გაწერს რა და როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე კანონპროექტი წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ჩიტაია.
ევროკავშირის დირექტივა ვრცელდება იმ სათამაშოებზე, რომელიც განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. დირექტივა ითხოვს, რომ ბაზარზე განთავსებული ყველა სათამაშო შეიცავდეს ნიშანდებას, რაც ადასტურეს, რომ სათამაშო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
ბიზნესმედია