ბერლინში საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მოკლა? – საკონსულო დეტალებს არკვევს

ბერლინში საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მოკლა? - საკონსულო დეტალებს არკვევსბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას, რომელშიც ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა, გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი ფაქტის შესახებ გერმანიაში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილი გახდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს.
ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს. როგორც ”რია ნოვოსტის” ბერლინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა, მოკლული რუსეთის მოქალაქე იყო.
– ჩემი ინფორმაციით, მოკლული პირი რუსეთის მოქალაქეა. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მაგრამ მისი მოქალაქეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მაქვს. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ, – აღნიშნა ბერლინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, საცეკვაო მოედანზე ორ პირს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. ისინი კლუბიდან ქუჩაში გაიყვანეს, სადაც კამათი გაგრძელდა. მოგვიანებით მოვიდა მესამე შეიარაღებული პირი და რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა, შეიარაღებული პირი კი, საკმაოდ მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინტერპრესნიუსი