ბიზნესმენი ნისიმ ელბახარი: “ჩემი გადაგდება ისრაელის  ელჩმა, შაბთაი ცურმა და მისმა სიძემ გადაწყვიტეს”

ბიზნესმენი ნისიმ ელბახარი: "ჩემი გადაგდება ისრაელის  ელჩმა, შაბთაი ცურმა და მისმა სიძემ გადაწყვიტეს"ებრაელი ბიზნესმენი ნისიმ ელბახარი მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ ის, როგორს ინვესტორი, მოატყუეს და “გადააგდეს”. საწარმო, სადაც მას 25% წილი აქვს მუშაობს, მაგრამ, როგორც ბიზნესმენი, აცხადებს, მას არაფერი მიუღია.

ნისიმ ელბახარი აცხადებს, რომ მისი “გადაგდება” ისრაელის ყოფილმა ელჩმა და მისმა სიძემ მოახერხეს.

– მე წარმოვადგენ კომპანიის 25-პროცენტიანი წილის მფლობელს. ჩვენი პირველი დაკავშირება მოხდა მრავალი წლის წინ, როდესაც ბიზნესმენ დავიდ უტენთან ერთად გავემგზავრე საქართველოში, თბილისში. ამავე მოგზაურობისას მიგვიღო საქართველოში ისრაელის ელჩმა ბ-ნ შაბთაი ცურმა და როგორც აღმოჩნდა, დავიდ უტენი მისი სიძეა. პატივცემულმა ბატონებმა გაგვაცნეს კიდევ ორი სხვა ბატონი (ბ-ნ მელორი და ბ-ნ კახა).

მომდევნო დღეებში ჩამოყალიბდა კომპანია სამშენებლო ბლოკების საწარმოებლად, თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქ ქსანში.

შეხვედრის შემდეგ თავდაპირველი პარტნიორებმა წილები ასე გაინაწილეს: 5% ნისიმ ელბახარ, 25% ოფირ კუბანი, 6% დავიდ უტენი, 22% მელორ ტყეშელაშვილი, 22% კახა. დღეს: 25% ნისიმ ელბახარ, 25% ოფირ კუბანი, 6% დავიდ უტენი, 15% მელორ ტყეშელაშვილი, 15% კანდიდ კვიციანი, 14% გურამ კილაბერიძე და დირექტორი მიხეილ ბულუდიანი – ს.ნ. 454410815)

ისრაელის მხარემ (ნისიმ ელბახარ და ოფირ კუბანი) აიღო ვალდებულება მოემარაგებინა საწარმო დანადგარებით (აღჭურვილობა, ტექნოლოგიები, ცოდნა). ეს პირობები განისაზღვრა კონტრაქტითაც. საწარმო დანადგარების შეძენა მოხდა იტალიაში 300.000 დოლარად, ჩამოვიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს ადგილი, უზრუნველყვეს დანადგარების მონტაჟი და ასევე ჩაატარეს ტრენინგი, როგორ უნდა მომხდარიყო მათი გამოყენება და ბლოკის საწარმოებლად ქარხნის ამუშავება.

ქართულმა მხარემ კონტრაქტით აიღო ვალდებულება, რომ გადაეცა წარმოებისათვის მიწა (რომელზეც 20 წლის მანძილზე განთავსდებოდა ქარხანა) და საწარმოში დაესხა ბეტონის იატაკი (რომელზეც იმოძრავებდა დანადგარი).

ბეტონის სამუშაოები შესრულდა, მაგრამ მიწა, რომელზედაც უნდა დაფუძნებულიყო საწარმო 20 წლით, დღემდე არ გადასულა პარტნიორების მფლობელობაში, როგორც წესით საჭირო იყო კომპანიისათვის.

ამის შემდეგ დაიწყო წარმოების ეტაპი – ბლოკი იწარმოებოდა შეკვეთების მიღებისთანავე, ადგილობრივი მშენებლებისა და დისტრიბუტორებისათვის.

მსურს აღვნიშნო, რომ წარმოების საწყის ეტაპზე მოგვთხოვეს დამატებით 50.000 დოლარი ინვესტიცია, დამატებითი დანადგარების შესაძენად (რაც პირველადი კონტრაქტით არ ყოფილა განსაზღვრული) და ჩვენმა მხარემ ეს თანხა ჩადო (ნისიმ ელბახარ და ოფირ კუბანი).

მას შემდეგ გავიდა დაახლოებით 5 წელი, საწარმო მუშაობს ქართული მხარის ხელმძღვანელობით და უშვებს ბლოკებს, თუმცა ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ერთი შეკელიც კი კუთვნილი წილებიდან.

დაახლოებით ერთი თვის წინ შევიარე საწარმოს ტერიტორიაზეც და დავრწმუნდი, რომ წარმოება შეჩერებული არ არის და სრული დატვირთვითაც მუშაობს.

ვწუხვარ, რომ დღემდე არ მიმიღია თანხა ჩემი კუთვნილი წილისა (25%) და ჩვენ მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის შესაბამისად.

საწარმოს ტერიტორიაზე შემდგარი შეხვედრის შედეგად ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბ-ნ მელორმა საწარმო მიყიდა მესამე პირს, ჩემი თანხმობისა და ნებართვის გარეშე. დღეს საწარმო, ასევე ჩემი გვერდის ავლით, იპოთეკით არის დატვირთული.

ამიტომ, მოგმართავთ დახმარების თხოვნით თქვენ, ისრაელის და საქართველოს მთავრობების წარმომადგენლებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს არ არის უბრალოდ ბიზნეს დავა. როგორც ჩანს, ესაა მიზანმიმართულად ჩადენილი თაღლითური ქმედება, რომელშიც შუამავლად გამოვიდნენ ისრაელის ელჩი ბ-ნი შაბთაი ცური და მისი სიძე დავიდ უტენი. გავარკვიე, რომ ბატონ ელჩს და მის სიძეს ამ ადამიანებთან მეგობრობა აკავშირებს. მათ, სავარაუდოდ, ისიც იცოდნენ, რომ ჩემს მომავალ ქართველ პარტნიორებს პრობლემები ჰქონდათ საკუთარ ბიზნესში, ვინაიდან მათ, განსაკუთრებით ელჩ ცურს, ხელი მიუწვდებოდა ამ ინფორმაციაზე.

ჩემი ქართველი პარტნიორების ბიზნესპრობლემებზე ქართულ ენაზე უამრავი ინფორმაცია მოიპოვება ინტერნეტში. მე მომატყუეს და ფაქტობრივად დავკარგე თანხა.

წერილში ჩემ მიერ მოყვანილი ცნობების დასადასტურებლად გამაჩნია დოკუმენტები და კონტრაქტები, ასევე საწარმოში ჩემი ბოლო სტუმრობიდან ფოტოები და ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ საწარმო მოქმედია.

მე არ მრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მივმართო ისრაელის და ქართულ მედიას, რომ საჯარო გახადონ თაღლითობის ეს სქემა, რომელიც დიდი ალბათობით, დავიდ უტენმა მოიფიქრა ჩემი “გადაგდების” მიზნით და ამაში, როგორც ჩანს, მისი სიმამრი, ელჩი ბ-ნი შაბთაი ცური დაეხმარა.