სოფელ სკრასთან ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის მიზეზი უცნობია, შემთხვევის გამო მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
სმომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ნიუპოსტი

