”ჩემმა შვილმა მიხეილ ბიბილურიძემ დათა ახალაიას მიცემული 100.000 დოლარი გამომიგზავნა ციხიდან”

”ჩემმა შვილმა მიხეილ ბიბილურიძემ დათა ახალაიას მიცემული 100.000 დოლარი გამომიგზავნა ციხიდან”კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის მიხეილ ბიბილურიძის დედის ციური თევდორაშვილის თქმით, მისი შვილი დაკავების შემდეგ ციხიდან მუდმივად უგზავნიდა ფულს 10 ათასი დოლარის ოდენობით, რამაც საბოლოო ჯამში 100 ათასი დოლარი შეადგინა.
ციური თევდორაშვილის განცხადებით, როდესაც თავის შვილს მიხეილ ბიბილურიძეს თანხის წარმომავლობაზე ჰკითხა, მან განაცხადა, რომ ეს თანხა დათა ახალაიამ მისცა, თუმცა რა მიზეზით, არ დაუკონკრეტებია.
– როდესაც ჩემი შვილი დააკავეს, მან მთხოვა, რომ ტანსაცმელი მიმეტანა. როდესაც ციხიდან ის ტანსაცმელი გამომატანეს, რაც მას ეცვა, სახლში რომ ვნახე, პაკეტი აღმოვაჩინე, სადაც 10 ათასი დოლარი იყო. ასე სისტემატურად მიგზავნიდა ფულს, რამაც საბოლოოდ 100 ათასი დოლარი შეადგინა. მიხეილმა მითხრა, რომ ამ ფულს დათა ახალაია აძლევდა, თუმცა რატომ, არ დავინტერესებულვარ, – განაცხადა ციური თევდორაშვილმა.

ინტერპრესნიუსი