დააკავეს ბათუმის მერიის თანამშრომელი

დააკავეს ბათუმის მერიის თანამშრომელისამართალდამცველებმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული იქნა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები, როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს” – აღნიშნულია ბათუმის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.