დავით ხარშილაძე – ”მოვითხოვ ჩამდები პოლიციელების დასჯას”

დავით ხარშილაძე - ”მოვითხოვ ჩამდები პოლიციელების დასჯას”ჟურნალიტ ელისო კილაძის შვილმა დავით ხარშილაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “ჩამდები პოლიციელების” დასჯას აუცილებლად მოითხოვს.
– ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკვე ხელისუფლებიდან წასული ჯგუფის ბინძური პროვოკაცია აღკვეთილი იქნა სასამართლოს მიერ და ამისთვის მადლობა სასამართლოს. ვაპირებ სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას. აუცილებლად მოვითხოვ იმ ჩამდები პოლიციელების დასჯას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ დედაჩემის საქმიანობისა და “ქრონიკა+” გამო მოხდა ის, რაც მოხდა, – განაცხადა ხარშილაძემ.
ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

ნიუპოსტი