დედა თამარ გამრეკელი: “მამა გიორგი გაწირა სახელმწიფომ და გაწირა ეკლესიამ“

დედა თამარ გამრეკელი: "მამა გიორგი გაწირა სახელმწიფომ და გაწირა ეკლესიამ“დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დედა თამარ გამრეკელმა განაცხადა, აღნიშნული განაჩენით, სახელმწიფომ და ეკლესიამ გაწირა სასულიერო პირი.

– გუშინ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, იმედი მქონდა, რომ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი. ძალიან მწყდება გული. სასულიერო პირი გაწირა სახლემწიფომ და გაწირა ეკლესიამ, – განაცხადა დედა თამარმა.

ნიუპოსტის კითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა მეუფე დიმიტრი დღევანდელ სხდომაზე, დედა თამარმა განაცხადა, რომ მეუფე მისი სულიერი შვილის სხდომას აუცილებლად უნდა დასწრებოდა.

– რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ძალიან მწყდება გული. მეუფე დიმიტრიმ სულიერი შვილი არ მოინახულა, – განაცხადა დედა თამარ გამრეკელმა.