დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა გაქურდეს და 80 წლის დარაჯს სასტიკად გაუსწორდნენ

დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა გაქურდეს და 80 წლის დარაჯს სასტიკად გაუსწორდნენდღეს, 9 სექტემბერს, გამთენიისას, დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა “არწივის ხეობა” გაქურდეს. ქურდობის დროს შენობაში დარაჯი, 80 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ბოროტმოქმედების შეჩერება სცადა, მძარცველებმა კი ხანდაზმული მამაკაცი დააბეს და აწამეს.
დაშავებული მამაკაცი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ტომოგრაფიული კვლევისთვის თბილისში გადაიყვანეს.

შენობიდან წაღებულია დიდი რაოდენობის კაბელები.

ეჭვობენ, რომ თავდამსხმა შესაძლოა ახალგაზრდების ჯგუფმა მოაწყო, რომელიც წინა დღეს ქარხნის ეზოში შენიშნეს და რომელიც ირწმუნებოდა, რომ დაკარგულ ძაღლს ეძებდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე (ძალადობის) და 177-ე ( ქურდობის) მუხლებით მიმდინარეობს.