ელიავასთან კაცი მტკვარში გადახტა

ელიავასთან კაცი მტკვარში გადახტაელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხიდიდან მამაკაცი მტკვარში გადავარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მამაკაცი წყლიდან დროულად ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, მამაკაცს სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ინტერპრესნიუსი