“ევროკრედიტის” მეანაბრეები კომპანიას რამდენიმე მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

"ევროკრედიტის” მეანაბრეები კომპანიას რამდენიმე მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენმიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტის” მეანაბრეების უფლებადამცველებმა დღეს გორში პრესკონფერენცია გამართეს.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ადვოკატები საქართველოს მთავარი პროკურისგან,საქმის სწორად დაკვალიფიცირებასა და მოტყუებული მოქალაქეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

ზაზა გიგაურის განცხადებით, დაზარალებულია ათობით მოქალაქე, ზარალი კი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. სისხლის სამართლის სპეციალისტები აცხადებენ, რომ „ევროკრედიტის“ ხელმძღვანელის, ქეთევან ყაყიტაშვილის შპს-დან მისმა შვილმა, გვანცა ჭკადუამ ქონება გაიტანა და თვალთმაქცურად გადამალა. საზოგადოების ყურადღების გაფანტვის მიზნით კი სხვა ორგანიზაცია, „კრედიტპლიუსი“ შექმნეს .

უფლებადამცველები ორი თვის წინ აღძრული საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი პროკურატურისა და კანცელარიის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

ქეთევან ყაყიტაშვილი  მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანხები გაფლანგული არ არის და საქმეს საფინანსო პოლიცია იძიებს.

ყაყიტაშვილი საკითხთან დაკავშირებით ხვალ, ვრცელი განცხადების გაკეთებას გეგმავს.