Gem Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას 1 წლით პატიმრობა და 8.000 ლარის გადახდა მიესაჯა

Gem Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას 1 წლით პატიმრობა და 8.000 ლარის გადახდა მიესაჯაGEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა “ლიბერალი” წერს.

კორშიას ადვოკატის ნანა დარჩიას თქმით, კორშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ 8.000 ლარის გადახდაც დაეკისრა.

ანაკლიაში გამართულ GEM Fest-ზე “თეთრი ხმაურის” აქტივისტი ბაქარ კორშია 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

იმედინიუსი