გორში ქალმა ხმაურიან მოზარდებს აივნიდან ცივი წყალი გადაასხა

გორში ქალმა ხმაურიან მოზარდებს აივნიდან ცივი წყალი გადაასხა– დღეს სწავლა დაგვეწყო, ცოტა ვმხიარულობდით, პატივცემულო, უცბად, ისეთი ცივი წყალი დაგვესხა თავზე, გვეგონა, საყინულე დაგვეცა, – ეუბნებოდნენ მოზარდები პატრულის თანამშრომლებს.
სტალინის გამზირზე, მესამე სართულზე მცხოვრებმა ქალმა საპატრულო პოლიცია ღამის 2 საათზე გამოიძახა.
– ინიციატორი აცხადებს, რომ თქვენ ხმაურობდით, ყვიროდით და აწუხებდით მძინარე ხალხს, – განუმარტეს პატრულის თანამშრომლებმა მათ.
მოზარდები აცხადებდნენ, რომ საზეიმო განწყობილების გამო, მღეროდნენ.
ვიდრე პოლიცია ახალგაზრდებისგან ახსნა-განმარტებებს ისმენდნენ, ორი ეკიპაჟის წევრებიდან, ერთ-ერთი ცდილობდა ,,ინიციატორთან” დაკავშირებას, რომელიც მათ ტელეფონზე აღარ პასუხობდა.

ქართლი.გე