ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროს გრიგოლ მიქავას დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
ნიუპოსტის ინფორმაციით, დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს ზუგდიდის ცენტრში მოხდა.
მიქავა მუხლის არეში არის დაჭრილი. როგორც ირკვევა, საკრებულოს აპარატის უფროსს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ გუნავას ცოლისძმამ – გია ჭაბუკიანმა ესროლა.
თვითმხილველთა განცხადებით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანხას უკავშირდება.
ამ ეტაპზე არცერთი მხარე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნიუპოსტი

