საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აგვისტოს ბოლოს ლარის, დაახლოებით, 10 პუნქტით გაუფასურებას ბაზრის მოთამაშეების მიერ განხორციელებული შესყიდვებით ხსნის.
– ლარის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური, მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, ამიტომ მოძრაობა შეიძლება იყოს ორივე მიმართულებით. მთელი ზაფხულის განმავლობაში ლარი მყარდებოდა. ცენტრალურმა ბანკმა არ დაუშვა ლარის ზედმეტი გამყარება და ზაფხულის განმავლობაში, თითქმის 110 მლნ დოლარი შეიძინა და შეავსო საკუთარი რეზერვები, რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სტაბილურობის ჩამოყალიბებას.
აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის დასაწყისში, გამყარებული ლარის პირობებში ბაზრის მოთამაშეებმა დოლარის დამატებითი შესყიდვა მოახდინეს და ამან იქონია გარკვეული აჟიოტაჟური გავლენა ბაზარზე. ვფიქრობ, რომ ვითარება მოკლე პერიოდში დასტაბილურდება, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კოვზანაძე.
ბოლო დღეებში ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.
იმედინიუსი

