რუსთავი 2-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ კურიერმა ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომლის დამონტაჟებული ვერსიაც პროკურატურამ გაავრცელა. ვიდეო მასალაში ჩანს როგორ ემზადება პროკურატურის „ოქროს მოწმე“ მამა გიორგი მამალაძის ფარული ჩაწერისთვის, ასევე დღეს 9 საათიან კურიერში ცნობილი გახდება ვინ იყო მღვდელმთავარი, რომელმაც დეკანოზ მამალაძეს დაურეკა და გერმანიაში პატრიარქთან ჩასვლა სთხოვა.
ამ საკითხზე თავად ირაკლი მამალაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
”არანაირი ახალი ჩანაწერი ეს არ არის.. ეს ჩანაწერი სასამართლოში უკვე გამოკვლეულია!! საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს თუ ადვოკატები გაბედავენ და სრულ ჩანაწერს დადებენ:)))”

