ირმა ჭკადუა: „ანზორ ჩუბინიძემ იცოდა, რომ მამა გიორგის ბარგში ციანიდი იდო“

ირმა ჭკადუა: „ანზორ ჩუბინიძემ იცოდა, რომ მამა გიორგის ბარგში ციანიდი იდო“ ადვოკატი ირმა ჭკადუამ, რომელიც ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმეა გადაცემა ,,რეაქციაში” დაადასტურეა, რომ ის ნამდვილად ესაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს.
ჭკადუა ამბობს, რომ ჩუბინიძემ ბარგის გახსნამდე იმიტომ იცოდა, რომ ბარგში ციანიდი იდო, რომ რადგან იცნობდა ოპერატიულ მასალას, სადაც დეკანოზი მამალაძე ციანიდს ითხოვდა.
– როცა ბატონი ანზორ ჩუბინიძე გაემგზავრა გერმანიაში, მან ბუნებრივია იცოდა, რომ ბარგში ციანიდი იდო, რადგან ბუნებრივია იცოდა ის ვიდეო მასალა ,სადაც დეკანოზი მამალაძე ციანიდს ითხოვდა, – ამბობს ჭკადუა ,,ტვ პირველის” ეთერში გადაცემა რეაქციაში საუბრისას.
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის ჩვენებით და საქმეში არსებული ამოღებისა და ჩხრეკის ოქმებით ირკვევა, რომ ოხანაშვილს ჩუბინიძემ იმაზე ადრე უთხრა ,რომ დეკანოზს ციანიდი უპოვეს, ვიდრე ციანიდი ოფიციალურად იქნებოდა ბარგიდან ამოღებული.