იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნახევარ მილიონ ლარზე მეტის პრემია და დანამატი გაიცა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნახევარ მილიონ ლარზე მეტის პრემია და დანამატი გაიცაიუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნახევარ მილიონ ლარზე მეტის პრემია და დანამატი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. ლევან ხაბეიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ხაბეიშვილის განცხადებით, ქამრების შემოჭერის ნაცვლად, მოხელეებს მაღალ ხელფასებთან ერთად, დიდი ოდენობით პრემია-დანამატებიც ერიცხებათ.
პარტია გამოძიების დაწყების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართავს და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
– იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით გაიცა 415 ათასი ლარის პრემია და დანამატი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ სსიპ-ში გაიცა 215 ათასი ლარის დანამატი მით უმეტეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ. ერთი წარმომადგენლის ანაზღაურება უტოლდება 5500 ლარს და დამატებით ისინი იღებენ 100 ათასობით პრემია და დანამატს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ციფრებიდან 70% შეადგენს პრემიას. საინტერესოა, რომ ამ ადამიანებმა გაგვცენ პასუხი რაში იღებენ პრემიას, – აცხადებს  წევრი ლევან ხაბეიშვილი.