ჯერ დანით დაჭრეს, მერე კი ესროლეს – თემქაზე მომხდარი შემთხვევის დეტალები

ჯერ დანით დაჭრეს, მერე კი ესროლეს - თემქაზე მომხდარი შემთხვევის დეტალებითემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის კლინიკაში თვითმხილველებმა გადაიყვანეს. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ახალგაზრდას ოპორაცია მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა უთხრეს, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ დანით დაჭრეს შემდეგ კი მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით დაახლოებით სამი გასროლის ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავს 2 პირი დაესხა თავს.

“გაჩერებაზე იდგა, როცა ესროლეს. ჯერ დაუჭრიათ”- აცხადებს თვითმხილველი.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დანითაა დაჭრილი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი