კახეთში დედა-შვილი ოჯახის სხვა წევრებმა სცემეს

კახეთში დედა-შვილი ოჯახის სხვა წევრებმა სცემესკახეთში, სოფელ კონდოლში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებებით არიან მოთავსებული.

მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის ქონების განაწილებაში შეუთანხმებლობას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება  სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას და მიმდინარეობს სამუშაოების ბრალდებულის დასაკავებლად.

ნიუპოსტი