კახეთში ხის დაცემამ კაცი მოკლა

კახეთში ხის დაცემამ კაცი მოკლახის დაცემის შედეგად თელავის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცს შუამთის ტყეში ხე დაეცა.
“ინტერპრესნიუსის” რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა, როდესაც მოჭრილი ხე მას დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იყო და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ინტერპრესნიუსი