კიევში აფეთქებული რუსლან პაპასკირი კადიროვის მტერი იყო

კიევში აფეთქებული რუსლან პაპასკირი კადიროვის მტერი იყოკიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზონა“ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ.
„ყველანაირი საშუალებით ებრძოდა პუტინის რეჟიმს, იყო რამზან კადიროვის პირადი მტერი. რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურების მიერ დევნილი იყო. 1999-2000 წლებში დაღესტანში რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, რა პერიოდშიც ის დაჭრეს“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ რუსლან პაპასკირი საქართველოს მხარეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსლან პაპასკირის მკვლელობა 3-ჯერ სცადეს, მათ შორის 2009 წლის 8 მარტს, თბილისში, როდესაც მან მცირე დაზიანებები მიიღო.
რუსლან პაპასკირი კიევში ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, ავტომობილში ააფეთქეს. შედეგად პაპასკირი ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომმა ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გადარჩა.

ინტერპრესნიუსი