„კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ „რუსთავი2“-ს აუდიოჩანაწერი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, მასსა და საქმის მოწმის კობა გოგატიშვილის სატელეფონო საუბარს ასახავს.
რ2-ის ინფორმაციით, ჩანაწერში, რომლის ხანგრძლივობაც 40 წუთია, გოგატიშვილი პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს ახსენებს.
აუდიო ჩანაწერის მიხედვით, კახა გოგატიშვილი თავად მიჰყვება ნინო ხვიტიას სახალხო დამცველის ოფისში და ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით გოგატიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტების გაკეთება არ ისურვა და ფირცხალავას ოჯახი ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მისი თქმით ფრაზა, რომ პროკურატურაში შავი ჯიპებით და საშვის გარეშე შედის მას არ უთქვამს და არც მამუკა ვასაძე უხსენებია.
ნიუპოსტი

