უბედური შემთხვევა ლანჩხუთში-არხში გადავარდნილი სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა
გუშინ დილით ლანჩხუთი-ბათუმის ავტომაგისტრალის შუხუთის მონაკვეთზე, სატვირთო მანქანა არხში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.
როგორც შსს პრესსამსახურში გვეუბნებიან, თავდაპირველად ცეცხლი სატვირთოს საბურავს გაუჩნდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სატვირთო მანქანა ჩინური კომპანიის საკუთრება, რომელიც ლანჩხუთში ავტომაგისტრალის მშენებლობას აწარმოებს.
ნიუპოსტი

