ლარი დოლარისა და ევროს მიმართ კვლავ გაუფასურდა

ლარი დოლარისა და ევროს მიმართ კვლავ გაუფასურდალარი დოლარისა და ევროს მიმართ ისევ გაუფასურდა. 1 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა დოლარის მიმართ. შედეგად ერთი დოლარი 2.4387 ლარი ღირს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.86 თეთრი შეადგინა.
ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც. ერთი ევრო 2.9057 ლარი ღირს. დღეს მოქმედი კურსი 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.48 თეთრი შეადგინა.
ლარი გაუფასურდა თურქული ლირის მიმართაც, რომლის ღირებულებაც 0.7088 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1532 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 2 სექტემბერიდან, შევა ძალაში.
ბიზნესმედია