მეგრული კვარის რეცეპტი

ინგრედიენტები:
რუხი პურის ფქვილი – 2 ჭიქა
კვერცხი – 2 ცალი
ჭყინტი ყველი – 300 გრამი
მარილი გემოვნებით
მომზადება:
კვარის ცომი, რომ მოვამზადოთ ამისთვის საჭიროა მარილიან ცივ წყალში ჩავზილოთ ფქვილი და კვერცხი. უნდა მივიღოთ მაგარი ცომი.
ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ მრგვალი, 6 სმ დიამეტრის ნაჭრები. თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ დაჭყლეტილი ჭყინტი ყველი და გადავკეცოთ ცომი, გვერდები კარგად შევუკრათ.

კვარები უნდა მოვათავსოთ დიდი რაოდენობით ადუღებულ წყალში, ვხარშოთ ამოტივტივების მერე დაახლოებით 15 წუთი.

ლაივპრეს.გე