ორთაჭალაში მოკლული კაცი და სავარაუდო მკვლელი, მკვლელობის მომენტამდე, ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი, სულ შვიდი-რვა გასროლა განხორციელდა. თვითმხილველი ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, კაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა, რასაც ავტომანქანის გარეთ მყოფი სავარაუდო მკვლელის მხრიდან კიდევ მოჰყვა რამდენიმე გასროლა.
მოკლულის ავტომანქანას მინიმუმ ორი ნატყვიარი ემჩნევა, ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გვერდით მდგომ ავტომობილსაც.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცხედარი წუხელვე პროზექტურაში გადაასვენეს.
იმედინიუსი

