ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობას სთავაზობს

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობას სთავაზობსრუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, პროფესიით სამართალმცოდნე ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს რომელსაც სასამართლომ დღეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ადვოკატობას სთავაზობს.

„ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას.“ – წერს ნიკა გვარამია ფესიბუკზე.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დაკავებულ სასულიერო პირს ადვოკატობა თებერვლის თვეშიც შესთავაზა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სკანდალურ ციანიდის საქმეზე დღეს განაჩენი გამოიტანა. მან დეკანოზი დამნაშავედ სცნო სსკი-ს 18-108-ით, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დეკანოზს პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დებენ ბრალს.

ნიუპოსტი