ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე – ”ამას მავნებლობაც და დებილობაც აღარ ქვია”

ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე - ”ამას მავნებლობაც და დებილობაც აღარ ქვია”სტრასბურის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ქართული სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევა ვერ აღმოაჩინა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანა.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, რაც ღიად გამოხატა.

ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”ათჯერ ვნახე და მოვისმინე, მერე წავიკითხე და მაინც ვერ ვიჯერებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველომ მოიგო. ხალხო, ვიმეორებ, საქართველომ მოიგო. და საქართველოსვე მინისტრი უკმაყოფილოა.
ასეთი არც არაფერი გამიგია და მავნებლობაც და დებილობაც აღარ ქვია. რაღაც ახალი სუროგატია, უსაოცრესი და უპრეცენდენტო.”