ნინო შეყილაძე – ყოფილმა სიძემ, დიტო დონაძემ დამჭრა… ის ჩემს შვილზე 28 წლით უფროსია

ნინო შეყილაძე - ყოფილმა სიძემ, დიტო დონაძემ დამჭრა... ის ჩემს შვილზე 28 წლით უფროსიაოზურგეთში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე „ნიუპოსტმა“ დამატებითი დეტალების მოპოვება შეძლო. შემთხვევა მალაზონიას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

როგორც ცნობილია, ყოფილმა სიძემ სიდედრი, სიდედრის მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა.

როგორც დაშავებული, ნინო შეყილაძე, ყვება, ის ყოფილმა სიძემ სანადირო თოფით დაჭრა:

– ჩემი შვილი 28 წლით უმცროსი იყო მის ქმარზე. 8 წელი ცხოვრობდნენ ერთად. სამი შვილი ჰყავთ. მათ შორის ხშირად იყო გაუგებრობა, 8 თვის წინ გაშორდა ჩემი შვილი. სულ გვემუქრებოდა, გვლანძღავდა, შერიგებას ითხოვდა. გუშინ საღამოს კი შემოგვივარდა სახლში, აქ ჩემი მეზობელი იჯდა, მზია ჯიბლაძე. დიტომ სანადირო თოფიდან გაისროლა. სამივენი დავშავდით, – გვიყვება ქალი.

დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.

კოსტავების ოჯახის ყოფილი სიძე 52 წლის დიტო დონაძეა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სლიხაურში ცხოვრობს.

დონაძე მომხდარის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.