ორთაჭალაში გუშინ მომხდარი მკვლელობის დეტალების შესახებ თვითმხილველები საუბრობენ.
მათი მონაყოლის მიხედვით, მოკლული მამაკაცი და მკვლელობაში ბრალდებული,სისხლიანი დაპირისპირებამდერამდენიმე წუთით ადრე ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ.
რესტორანში ორივე მათგანმა დაახლოებით 40 წუთი დაჰყო. დაწესებულებაში დაწყებული ხმაური კი ქუჩაში სროლით და მკვლელობით დასრულდა.
„ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა. ორმხრივი სროლა იყო. რვა გასროლა გავიგეთ”- აცხადებს თვითმხილველი.
ორთაჭალაში შემთხვევბის ადგილთან მყოფი პირები იხსენებენ, რომ სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, მამაკაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა.
სროლის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. დაცხრილულია მისი კუთვნილი ავტომობილიც. ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გვერდით მდგომ ავტომობილსაც.
როგორც ირკვევა მოკლული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა.

