ორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს

ორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ჩაცხრილესორთაჭალაში, აბანოთუბანთან, პოლიციაა მობილიზებული.

როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველებმა აცნობეს, მსუბუქ ავტომობილში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით მამაკაცი მოკლულია. “ტოიოტას” მარკის ავტომობილს კი სადაც ცხედარი იპოვეს, ნატყვიარი ეტყობა.

არსებული ინფორმაციით მოკლული აზერბაიჯანელია და კრიმინალური წარსული აქვს.