“ოცნების” ფოტოების ატვირთვის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელ გოგიტა გოგიტიძეს 2.000 ლარი ჯარიმა ემუქრება

"ოცნების" ფოტოების ატვირთვის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელ გოგიტა გოგიტიძეს 2.000 ლარი ჯარიმა ემუქრებაცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 27 სექტემბერს, #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ორიათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ონ.გე