ფონდ ,,იავნანას“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფბას“ მიერ პროკურატურისადმი მიმართვას პაატა ბურჭულაძე ივანიშვილის მიერ დაგეგმილ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი ადამიანი ვის თავშიც ეს აზრი მოვიდოდა, რომ ფონდის მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას და ფინანსების მითვისებას, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია.
– ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს კამპანია მზადდებოდა, მაგრამ ბოლოსთვის მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ ფონდს მიადგებოდნენ გასანადგურებლად. ესენი ხომ ანადგურებენ სიკეთეს ქვეყანაში. ყველა რეჟიმი მარცხდება და მალე ვნახავთ ამ საქმის შემკვეთებს და შემსრულებლებს, ყველანი დაისჯებიან, მაგრამ რად გინდათ… ამ გზაზე იმდენ რამეს გააფუჭებენ, რომ თავიდან დაწყება ძნელი იქნება. თუ ხალხი დროულად არ გამოფხიზლდა, ცოცხებიც მალე იქნება, – აცხადებს ბურჭულაძე.
ნიუპოსტი

