პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე 200 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე 200 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა– 5 სექტემბერს, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე ბულაჩაურის ქუჩიდან ცინცაძის ქუჩის მიმართულებით გზა სრულად დაიკეტება, – ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. საღამოს 10-11 საათიდან კი 6 სექტემბრის დილამდე ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე საავტომობილო გზა დაიკეტება.
– ხვალ დილიდან დაიწყება სრულად ზედა ფენის მოწყობა პეკინის გამზირზე, მოხდება ამ ტერიტორიის დაკეტვა და არა შეზღუდვა. ეს შეეხება დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე პერიოდს ბულაჩაურის ქუჩიდან ცინცაძის ქუჩის მიმართულებით სრულად დაიკეტება გზა, ეზოებიდან გამოსასვლელებიც კი დაიკეტება.
საღამოს როდესაც შემცირდება მოძრაობა, მეორე დღემდე ცინცაძიდან მიროტაძის ქუჩამდე მოძრაობა გადაიკეტება, – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, პეკინის ქუჩაზე მოეწყობა ე.წ. ბასლაინი და ორმხრივი ველობილიკი.
რაც შეეხება პეკინზე მოძრაობის ცალმხრივად დატოვებას, კუბლაშვილის თქმით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ-ჯერობით არაა.
ამასთან, გივი კუბლაშვილი ამბობს, რომ პეკინის ქუჩაზე საპარკინგე ადგილები არ გაუქმდება. მისივე თქმით, არის შეთავაზება, რომ პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს, რომელიც 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი.
ბიზნესმედია