სროლა და ყაჩაღობა ტაშკენტის ქუჩაზე – პოლიცია მაღაზიაზე თავდამსხმელს ეძებს

სროლა და ყაჩაღობა ტაშკენტის ქუჩაზე - პოლიცია მაღაზიაზე თავდამსხმელს ეძებსთბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგეს.

ერთ-ერთი მოქალაქე მაღაზიაში წყლის საყიდლად შევიდა და ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო.

ადგილზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ტაშკენტის 23 ნომერში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა.

თავდამსხმელმა სავარაუდოდ გაქცევა მოასწრო. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებულებმა გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება შეძლო.