სანზონაში მდებარე მეოთხე (ყოფილი მერვე) საუნივერსიტეტო კლინიკაში, ტუალეტში ექიმ- ანესთეზიოლოგი გიორგი ანდრიაძე გარდაცვლილი იპოვეს. “პირველ რადიოს” კლინიკაში ინფორმაცია დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზი მათთვის ჯერჯერობით უცნობია.
საქმის კურსშია გარდაცვლილის ოჯახი, მათივე თქმით, ადგილზე მისულები არიან სამართალდამცველები. გამოძიება შს სამინისტრომ 115-ე მუხლით დაიწყო.

