ქობულეთში ზღვაში რუსეთის მოქალაქე ქალი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში რუსეთის მოქალაქე ქალი დაიხრჩო23 სექტემბერს, ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო. დაახლოებით 40 წლის ქალის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სანაპიროზე წითელი ალმები იყო აღმართული და ბანაობა აკრძალული იყო.

გარდაცვლილი ზღვაში სწორედ შტორმული მდგომარეობის დროს, მეუღლესთან ერთად საღამოს საათებში შევიდა. მაშველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი