რატომ მოკლა მამამ 17 წლის შვილი – თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

რატომ მოკლა მამამ 17 წლის შვილი - თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებითიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ მოკლულის ახლობლები მათ ხელთ არსებულ ახალ დეტალებს ყვებიან.
მეზობლების მონაყოლის მიხედვით, 17 წლის ბიჭის მკვლელობას მამასთან კონფლიქტი უძღოდა წინ.
ბრალდებულმა საკუთარ შვილს ყელის არეში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ”ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი