რეინვესტიცია 3.5-ჯერ გაიზარდა და $355 მლნ შეადგინა

რეინვესტიცია 3.5-ჯერ გაიზარდა და 5 მლნ შეადგინასაქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წლის ორ კვარტალში 355.1 მლნ აშშ დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში რეინვესტიციის მაჩვენებელი 97.8 მლნ აშშ დოლარი იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე რეინვესტიციის ზრდას მთავრობის მიერ განხორციელებულ მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირებს და აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ შექმნილი 12-კაციანი ჯგუფიც მუშაობს, რომელიც ნაწილობრივ უკვე დაკომპლექტებულია.
– ისინი მუშაობენ ორი მიმართულებით, ერთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა უკვე არსებული ინვესტორები შევინარჩუნოთ ქვეყანაში და მათ თუ რაიმე პრობლემები აქვთ, მოვუგვაროთ და დავარწმუნოთ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში, მეორე მიმართულებაა ახალ ბარებზე გასვლა. ამასთან, ვფიქრობ, მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმა ერთ-ერთი წინაპირობაა რეინვესტირების და 44%-იანი ზრდა გაქვს წინა წელთან შედარებით, – განაცხადა ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში $346.6 მლნ-ის FDI განხორციელდა ქვეყანაში, რაც 14.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირველ ორ კვარტალში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი შეადგინა 751 მლნ. აშშ დოლარი, რაც 5.5%-იან კლებას ნიშნავს.

ბიზნესმედია