საგარეჯოში ავტოავარიას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბადიაურში მოხდა. Honda-ს და Ford-ის მარკის საპირისპირო გზაზე მოძრავი მანქანები ერთანეთს შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ Honda-ს ავტომობილის მგზავრი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
იმედინიუსი

