საქართველოს მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ჩემოდნით რუსი ქალი გადმოჰყავდა

საქართველოს მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ჩემოდნით რუსი ქალი გადმოჰყავდასაქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით ჩემოდნით 27 წლის ქალის გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპასპორტო კონტროლის დროს, 46 წლის კაცი საზღვარზე დიდი ჩემოდნით გადაადგილდებოდა. მოგვიანებით, თურქულმა პოლიციამ ჩემოდანში რუსეთის  27 წლის მოქალაქე აღმოაჩინა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ანტალიის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ავტომობილს სწორედ ეს ქალი მართავდა. ძიების დასრულებამდე მას თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა.

იმედინიუსი