
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 სექტემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5.000 ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია სს „თელასის“ მიერ კომერციულ მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და სემეკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
სს „თელასს“ დაევალა ორი თვის ვადაში უზრუნველყოს გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სს „თელასს“ დაევალა ორი თვის ვადაში უზრუნველყოს გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბიზნესმედია

