შვეიცარიაში ქართველმა ქართველი მოკლა

შვეიცარიაში ქართველმა ქართველი მოკლაშვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. არხის ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის თანასოფლელი და მეგობარია.
ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები აცხადებენ, ორივე ახალგაზრდა შვეიცარიაში 2 თვის წინ წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ახალგაზრდები გურჯაანიდან არიან.

ინტერპრესნიუსი