“სილქ როუდ ჯგუფი” ჯეოსელის ყიდვას აპირებს

"სილქ როუდ ჯგუფი" ჯეოსელის ყიდვას აპირებს“სილქ როუდ ჯგუფი“ კომპანია „ჯეოსელის“ შესყიდვით დაინტერესებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლექსო თოფურიძემ „საქმიან დილას“ მიაწოდა. კითხვაზე ხომ არ გამოიყენებს კომპანია „სილქნეტი“ ობლიგაციებიდან მიღებულ 34 მლნ ლარს „ჯეოსელის“ შესასყიდად, თოფურიძემ განაცხადა, რომ ამ თანხით „თიბისი ბანკში“ არსებული სესხის რეფინანსირება მოხდება, რაც შეეხება „ჯეოსელს“, კომპანიით დაინტერესება თოფურიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში გადაწყდება, რომელი რესურსით მოხდება მისი შესყიდვა.
– ვგეგმავთ ახალი ტრანშის გაკეთებასაც, თუმცა ჯერ რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით.
ზუატად ვერ გეტყვით ამ თანხით მოხდება თუ არა ჯეოსელის შესყიდვა, ჩვენ რასაკვირველია დაინტერესებული ვართ და ვმონაწილეობთ სატენდერო პროცესში. იქიდან გამომდინარე ვიქნებით თუ არა გამარჯვებული, გადავწყვიტავთ, იქნება ეს თანხა დაფინანსებისთვის გამოყენებული თუ ეს იქნება სხვა სახსრები. ამისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი საკუთარი სახსრები, შეიძლება ბანკის კრედიტი გამოვიყენოთ და შეიძლება ობლიგაციებისგან მიღებული თანხები.
ჩვენ ვაპირებთ ობლიგაციების გამოშვებას. პირველმა ტრანშმა გვავჩენა, რომ არის მოთხოვნა არა მარტო საქართველოში დაინტერესებული მხარეებისგან, არამედ უცხოური ფონდებისგან, ამიტომ ეს კარგი პრეცენდენტია თუკი უცხოური ფონდები ლარში ნომინირებულ ობლიგაციებს შეისყიდიან, – ამბობს თოფურიძე.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „სილქნეტის“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.
ბიზნესმედია