საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575.000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56.300-ია, მათგან 50.300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6.000 კი – კერძოში.
უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა, ასევე, კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები და ბავშვები ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ სკოლებში. უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. პირველკლასელებს კი, ასევე პორტაბელური კომპიუტერები გადაეცემათ.

