სროლა ორთაჭალის რესტორან “პურის სახლში” – ელჩინ მამედოვი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა ნახევარ მილიონ დოლარად

სროლა ორთაჭალის რესტორან "პურის სახლში" - ელჩინ მამედოვი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა ნახევარ მილიონ დოლარადთბილისში, 2 დღის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანის მოქალაქე, 42 წლის ელჩინ მამედოვი დაქირავებულმა ქილერმა ჩაცხრილა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადეს.

არსებული ინფორმაციით, ელჩინ მამედოვის მკვლელობაში ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი მკვლელობამდე ორი დღით ადრე გადმოკვეთა და, სავარაუდოდ, მკვლელობის ღამესვე დატოვა ქვეყანა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქმე კრიმინალური დაჯგუფებებს შორის არსებული დაპირისპირებასთან გვაქვს. მკვლელობის მიზეზად კი სტამბოლში რამდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტი გახდა, როცა ელჩინ მამედოვმა ასევე აზერბანაიჯანელ  ქურდს რაფიკ აივაზოვს ყური მოაჭრა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აივაზოვი მზად იყო, მამედოვის მკვლელობისთვის ნახევარი მილიონი დოლარი გადაეხადა.

ცნობისთვის, ელჩინ მამედოვსა და ჯერ-ჯერობით დაუდგენელ პირს შორის კამათი ორთაჭალაში მდებარე რესტორან “პურის სახლში” გუშინ დაიწყო. რაც ქუჩაში ორმხრივი სროლით და საბოლოოდ 42 წლის მამაკაცის ჩაცხრილვით დასრულდა. ამასთან დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე 20 წლის აზერბაიჯანული წარმოშობის ახალგაზრდაც იმყოფებოდა, რომელიც პოლიციამ დააკავა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროში უარყოფენ და აცხადებენ, რომ არავინ დაუკავებიათ.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ელჩინ მამედოვს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, ეს უკანასკნელი საკონტროლო გასროლით მოკლეს. მამაკაცს ტყვია თავის არეში მიბჯენით აქვს მოხვედრილი.

ადგილზე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციაში დაიკითხა ყველა ის პირი ვინც უშუალოდ შეესწრო ფაქტს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიუპოსტი