სროლა ტყვარჩელის ბაზართან – ძმებმა მინაიებმა ლაკირბაია და ხაშბა დაჭრეს

სროლა ტყვარჩელის ბაზართან - ძმებმა მინაიებმა ლაკირბაია და ხაშბა დაჭრესოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, ცენტრალური ბაზრის შესავლელთან სისხლიანი გარჩევა, რომელსაც თან სროლაც ერთვოდა, ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმშია გადაყვანილი.

ინფორმაციით, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს ავრცელებს, ტყვარჩელში მცხოვრებ ძმებ მინაიებსა და რამდენიმე ადგილობრივს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ძმებმა მინაიებმა ადგილი დატოვეს, თუმცა, მალევე დაბრუნდნენ და ბაზრის შესასვლელთან შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერიკ ლაკირბაია და დიმიტრი ხაშბა მძიმედ დაიჭრნენ.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ლაკირბაიას გადარჩენა ვერ მოახერხეს, ხოლო ხიშბა სოხუმში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვად სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა, ხოლო მეორე დღეს, დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისი კუთვნილი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა კონფლიქტის ერთერთმა მონაწილემ თემურ მინაიამ. მან სიცოცხლე თავში გასროლით მოისწრაფა.

აფხაზეთის ხმა, იური პოპკოვის ფოტო